ინდოეთმა დაჩქარებული პროცედურით გასცა სამამულო წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა COVAXIN–ით აცრის ნებართვა.
განცხადება კვირას გაკეთდა და ბევრის გაოცება გამოიწვია, რადგან ჩინოვნიკებს კომპანია Bharat Biotech–ის ეფექტურობის შესახებ მონაცემები დღემდე არ გამოუქვეყნებიათ და უარს ამბობენ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გასცენ.
თუმცა, ეს სულაც არ აღელვებს ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის. მან ინდური მეცნიერების და ფარმაცევტიკის გამარჯვებას ხოტბა შეასხა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ერთ–ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საკუთარი ვაქცინა შეიმუშავეს და დაამტკიცეს, ვაქცინაციის მაშტაბური ინდური პროგრამა რომელიც ასეულობით მილიონი ადამიანის აცრას გულისხმობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ AstraZeneca–ს ვაქცინაზეა გათვლილი.
ინდოეთის ხელისუფლებამ ის რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას შემდეგ მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის რეპეტიცია მიმდინარეობს პრეპარატების მოლოდინში, რომლებსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.