დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ინდური შტამი ერთ-ერთი წამყვანი გახდება ცირკულაციაში.
“ალბათობა იმისა, რომ ე.წ. “ინდური შტამი” დომინანტი გახდეს ცირკულაციაში, დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, “თუ ავიცრებით, ვერცერთი შტამი ვერ მოგვერევა”.