სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ტერიტორია და გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გამოითხოვა გამოძიებისთვის საინტერესო და რელევანტური ინფორმაციაც.
„დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
გუშინ, საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. აქციის დროს ასევე დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.