ინტენსიურად იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.

შპს თბილსერვის ჯგუფი, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას.

ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.