ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში დადასტურდა, 526 იმერეთში, 503 კი აჭარაში.
გარდა ამისა, ქვემო ქართლში გამოვლინდა 207 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 8.
დღეს გარდაცვლილი 22 პაციენტიდან თბილისში 8 მკურნალობდა, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 51 993
- გამოჯანმრთელებულია – 37 019
- მათ შორის გარდაცვლილია – 423
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 094
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 438
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.