ჩემი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ჩვენთან სხვა ქვეყნებთა შედარებით, შიდა გავრცელებამ 3-4 კვირა დააგვიანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვაგან თუ არის ათეულ ათასობით, ჩვენთან ეს იყოს რამდენიმე ასეული. რა თქმა უნდა, მატება იქნება. ჩემი პროგნოზით, ვარაუდობ რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.