ინფლაციისა და სანქციების გამო რუსეთის სამხედრო შეკვეთები ჩავარდნის პირას არის–უკრაინის დაზვერვა

რუსული კომპანიები სერიოზულ პრობლემებს შეეჯახნენ სამხედრო შეკვეთების შესრულებისას. სანქციების გამო დაწყებულმა სანქციებმა იარაღის წარმოებისთვის გათვალისწინებული თანხები “შეჭამა“, დამატებითი თანხები კი რუსეთის ბიუჯეტში არ არის.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატიდან მოპოვებული ანგარიშის საფუძველზე აცხადებს, რომელიც სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო შეკვეთების კონტრაქტების შესრულების პრობლემურ საკითხებს ეხება.

დაზვერვის ინფორმაციით, ტექსტიდან ჩანს, რომ სახელმწიფო შეკვეთებისას დაფიქსირებული ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად რუსეთის სახელმწიფომ ერთ მიმწოდებელთან კონტრაქტის გაფორმების ნებართვა გასცა. თუმცა ამან მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება მაინც გაიზარდა – მასალების და მაკომპლექტებელი დეტალების გაძვირების გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა კი, ფასების ფიქსაციის შესახებ სამხედრო შეკვეთის “ერთპიროვნულ შემსრულებელს“ მხოლოდ ზარალს აყენებს.

ამ მომენტისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანების შესრულება ეჭვქვეშ არის თანხების შემცირებისა და მთავრობასა და მწარმოებელს შორის შეუთანხმებლობის გამო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ეს სიტუაცია პირდაპირი შედეგია სანქციებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციას და კერძოდ, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსს დაუწესდა.