ინციდენტის შეფუთვა, თითქოს ეთნიკური დაპირისპირებაა, მიუღებელია – თალაკვაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

“ინციდენტის შეფუთვა, თითქოს ეთნიკური დაპირისპირებაა, მიუღებელია”- ასე ეხმაურება, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დმანისში მომხდატ დაპირისპირებას. მისი თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და მისი შეფუთვა, “თითქოს ეთნიკური დაპირისპირებაა” მიუღებელია.

“ამ ინციდენტის შეფუთვა და გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, ესაა მიუღებელი, დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან”, აცხადებს თალაკვაძე.