“ქვეყანაში დაიწყო სტაბილიზაცია ეპიდსიტუაციის, ოღონდ ჯერჯერობით შემთხვევათა მაღალ ნიშნულზე. დღეს პირველად ბოლო 1 კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოსცდა 10%-ს, ასევე პირველად ბოლო 60 დღის განმავლობაში კუმულაციურმა ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ჩამოსწია ქვემოთკენ, ანუ გადაიარა პიკი და ქვემოთ მოდის. შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით”

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ.