“შეუძლებელია, ბევრი სუბიექტური და ობიექტური პირობების გამო ჩემსა და ალეკოს შორის რაღაცა ვერ იყოს კარგად. ბევრ რამეზე გვაქვს განსხვავებული ხედვა. რომ ამბობს რაღაცას, ბევრ რამეზე ვეუბნები, რომ ცოტა სხვანაირად თქვი, ეგეთი ემოციური, თავისებური კაცია. ბევრისგან განსხვავებული პოლიტიკოსი. შეიძლება საკითხების მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამო აქვს ის მხარდაჭერა, რაც აქვს”
აცხადებს “პარტია” მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი თანაგუნდელ ალეკო ელისაშვილზე.