სახალხო დამცველის ანაზღაურება მიმდინარე წლის აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს. აღნიშნული თანხა გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობითაა წარმოდგენილი.
ხელზე ასაღები ოდენობა 5 488 ლარს შეადგენდა, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა.
შესაბამის ინფორმაციას ”პუბლიკა” ომბუდსმენის აპარატიდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.