ირაკლი აბსანძის თქმით, მოტეხილი ხელი სავარაუდოდ საოპერაციო აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ მოტეხილი მკვლავი სავარაუდოდ საოპერაციო აქვს.

ის გუშინ, ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მან დაწერა, რომ პოლიციამ ხელი მოტეხა. აბსანძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ირაკლი აბსანძემ 5 ივლისს მომხდარი ძალადობას დაგმო და მმართველი გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულა. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.