ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაციას ადასტურებს სუს-ი, თუცმა არ აკონკრეტებს, რა საქმესთან დაკავშირებით კითხავენ კობახიძეს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება მის მიერ არჩევნებამდე 1 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ოპოზიციის “პროვოკაციულ გეგმებზე” ისაუბრა. კობახიძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავს.