ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,  “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გლდანში, სამგორსა და თელავში ქართული ოცნების კანდიდატები ვერ მოიგებენ არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა, ხოლო თუ მოიგებენ, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან.

“თუ ერთი მათგანი მაინც წააგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. საპირისპირო შემთხვევაში წავიდეს გვარამია მედიიდან და პოლიტიკიდან. ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, გამომდინარე იქედან, რომ არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას. მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა დირექტორს”, – განაცხადა კობახიძემ