ასე პასუხობს,უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია ევროპული სოლიდარობის წევრი, ალექსეი გონჩარენკო, საქართველოს პრემიერ-მინინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რომელმაც განაცხადა რომ უკრაინაში ჩაფრენას არ აპირებს და არც დაწესებულ სანქციებს უერთდება.
”საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
თუმცა, ყველაზე მეტად უბრალო კითხვაზე გაცემული პასუხი მაოცებს – აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?” – განაცხადა დეპუტატმა.