სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები თუ როგორ ქეიფობს, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სოფელ არხილოსკალოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა ბექაურთან ერთად. გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს სუფრაზე ღარიბაშვილთან და ლაშა ბექაურთან ერთად, რამდენიმე ასეული კაცი იმყოფება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა. მას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
ღარიბაშვილმა მისივე მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაცია დაარღვია. ქვეყანაში შემსუბუქებული შეზღუდვების მიუხედავად კვლავ ძალაშია შემდეგი რეგულაცია:
✅ კვლავ ძალაშია შეზღუდვა ფართომასშტაბიანი გასართობი და ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი, სხვადასხვა სახის იუბილე და სხვ.
შეზღუდვების ჩამონათვალი სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.