ირაკლი ჩიქოვანთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, გიგი უგულავა ან სხვა ოპოზიციონერი ვერც მონაცემებით და ვერც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით ვერ შეედრება.

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოვლდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ”, – ამბობს ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ სამეგრელომ 9–წლიანი რეჟიმი უნდა გაიხსენოს და მერე დაუჭიროს მხარი მაჟორიტარს.

“მთავარი საკითხია კიდევ-საერთოდ, რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი, მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ანახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეგიონებში ცალ-ცალკე იბრძვიან, მათ საერთო ნიშანი აქვთ.

„ცალ-ცალკე იბრძვიან და ეს მათი არსია, რაში აწყობთ და არ აწყობთ, მათ აერთიანებთ საერთო დამახასიათებელი ნიშანი – ახალგაზრდების სისხლზე დამყნობილი პარტიული ორგანიზაციაა“, – ამბობს გია ვოლსკი.