პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შემსუბუქებული შეზღუდვები მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა გააზრებულად უნდა გამოიყენონ.
„ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთილხე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს covid19“, – განაცხადა ჩიქოვანმა.