ირანმა ოკუპირებულ ყირიმში,’რევოლუციის გუშაგთა’ კორსპუსის ინსტრუქტორები გაგზავნა რათა რუსი სამხედროები დრონების გამოყენებაში გაწვრთნან. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, წვრთნებს რუსი სამხედროები, ყირიმის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გადიან, სადაც რუსეთის მიერ შეძენილი ირანული დრონებია დასაწყობებული.
რუს სამხედროებისთვის შესაბამისი საჭიროება, ირანული დრონების გამოყენებებისას დაშვებული სისტემატური შეცდომების შემდეგ დადგა.
უცნობია ყირიმში მყოფი ირანელი ინსტრუქტორების ზუსტი რაოდენობა.
სავარაუდოდ, სწორედ ირანელი ინსტრუქტორების ჩასვლას უკავშირდება რუსი ოკუპანტების მიერ დრონების გამოყენების გახშირება, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა იერიშში აქტიურად გამოიყენებოდა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, შაჰიდ-136-ი.
ირანის რეჟიმი დრონების რუსეთისთვის გადაცემას უარყოფს.