ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
- “სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს უკრაინაში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა საიმედო სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.