“ის [ირანი] ახორციელებს აგრესიას… მათ შორის, რუსეთის ძალებისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემით, რომლებიც გამოიყენება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და მათი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. სანაცვლოდ კი რუსეთი ირანს იარაღს აწვდის.[…] თუ ირანი უარსიტყვის დიპლომატიურ კურსზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, ყველა ვარიანტი განიხილება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ირანმა ვერასოდეს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება.