ირანი მზად არის რუსეთს არა მხოლოდ დრონები, არამედ “მიწა–ჰაერის“ კლასის რაკეტები მიაწოდოს უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post აშშ–ს და მოკავშირეების უსაფრთხოების სამახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში გარიგების დასასრულებლად იარაღის დამატებით მიწოდებაზე.
ამერიკის დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ირანი ამზადებს ბალისტიკური რაკეტების “ფატეხ–100-“ის და “ზოლფაგარის“ პირველ პარტიას. ეს არის მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 300–700 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ,რომ ირანი რუსეთისთვის დრონების ახალ პარტიასაც ამზადებს, კერძოდ “შაჰიდ–136“ და “მოჯაჰედ–6“–ის მოდელებს. გარდა ამისა, ირანელი ინსტრუქტორები რუსთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს ესტუმრნენ, რათა რუს ჯარისკაცებს დრონების გამოყენება ასწავლონ.