“ჩვენ ველით, რომ არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა – ესკალაცია ირანის მომხრე ძალების მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ.[…] ჩვენ არ გვინდა მეორე ან მესამე ფრონტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები ან ჩვენი მებრძოლები ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.[…] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან სწორ პოზიციაზე, რომ ისინი დაცულნი არიან და რომ ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უნარი,”
ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ოქტომბერს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.