ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს, უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. განცხადება ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს, ირანმა დრონები რუსეთს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიაწოდა.
- “ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე”, – თქვა ამირაბდოლაჰაინმა ჟურნალისტებთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის.