“ის პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას, ქალბატონ სალომეს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, იმიტომ, რომ მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს. ანუ იმ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან, ვინც ის თავად აირჩია, მას ლეგიტიმაცია არ აქვს ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდევაც რადიკალიზმის ხარისხით ქმედებებით თუ საუბრით ჩვენ ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს თუ სხვა ოპოზიციონერებს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწვეს ჩვენ მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა. პრემიერმინისტრს და ჩვენ”.

განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.