”30 წელია აშშ მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველაფერი, ჩვენი პროექტები და პროგრამები, რასაც ვაკეთებთ მიმართულია იმისთვის, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა და ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს. ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გაწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და ნატო არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების. ”
ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითიც “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.