„შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვადასხვა იურიდიული ფორმები არსებობს. შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,- განაცხადა გახარიამ.