“ეს დისკუსია ჩვენთან, შიგნით მუდმივად იმართებოდა, თუნდაც უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პოლიტიკური ანბანი მოიშველია. კითხვარში ჩანდა სამოქალაქო საზოგადოების როლი სად უნდა იყოს, ხელისუფლება სად არის, პოლარიზაცია რას ნიშნავს, რატომ გვაქვს არჩევნები, ვინ უნდა მართოს ქვეყანა და ა.შ. ამას ყველაფერს ასე უხეშად, მახინჯად გვაწოდებენ და ამ რეალობაში გვიწევს ეს ყველაფერი. ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით, 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ეს კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, რა, რომ ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა – მთელი ეს პროცესი. ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პირდაპირი მოწოდება, ჯერ პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ. მერე რაღაც თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, რომ არ უნდა მქონდეს მე პარტიული ან რაღაცა შეზღუდვა. შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება”,
ამის შესახებ, ქართული ოცნების უკვე ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა უცნობის კიდობანში ისაუბრა.