ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 19:09

ისიც კი მოვახერხეთ, N1 ბირთვულ სახელმწიფოსთან შევედით, გვქონდა ომი – ღარიბაშვილი

ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ქვეყანაში დღეს მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს, ესაა უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. გვქონდა, სამოქალაქო ომები, ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან, შევედით… ვერ ავირიდეთ წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი.

თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.