ისრაელი აცხადებს, რომ ირანის მთავარი სამხედრო საგანგებო შტაბი გაანეიტრალეს – სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაქცეულიყო

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღამით იერიში მიიტანეს  ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებულ საიდუმლო სარდლობის ცენტრზე.

„ჩვენ გავანეიტრალეთ ირანის მთავარი სამხედრო საგანგებო შტაბი,“ — განაცხადა IDF-ის ოპერაციების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ოდედ ბასიუკმა.

მისივე თქმით, იერიშის შედეგად ირანის ამ დრომდე გადარჩენილი სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ობიექტი და გაქცეულიყო.