ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე საათში დარტყმები მიიტანეს ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრის ადგილსამყოფელზე.
IDF-ის ცნობით, ისინი თავს ესხმიან ღაზას სექტორში ჰამასის აქტივებს, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას.