ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა.
“განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
მსხვერპლს შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 8 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა. დაღუპულთა შორის არიან ცნობილი პალესტინელი რეჟისორი როში სარაჟი და ისაამ ანდალაჰი, Reuters-ის ოპერატორი ბეირუთიდან, რომელიც ლიბანის საზღვართან ახლოს ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა.