Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა გამოაცხადა, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად იფრენს ებრაულ შაბათს, რათა სამშობლოში დააბრუნოს ჯარში გაწვეული ისრაელელები, ასევე უსაფრთხოების პერსონალი და საზღვარგარეთ მყოფი მაშველები .
რეზერვისტებს შაბათს უფასოდ გადაიყვანენ ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან ორი Boeing 787 თვითმფრინავით. ფრენის ხარჯებს თავად ავიაკომპანია და აშშ-ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები ანაზღაურებენ, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში.
ათწლეულების განმავლობაში ElAl-ის თვითმფრინავები შაბათობით არ დაფრინავდნენ. კომპანია ამბობს, რომ შაბათის ფრენის აკრძალვაზე უარის თქმას ჰალაჩიური მხარდაჭერა აქვს: სამაშველო ფრენები განიხილება ებრაული სამართლებრივი პრინციპის ნაწილად, რომ სიცოცხლის გადარჩენა უპირატესია თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნაზე.