ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ შეცდომით სამი მძევალი მოკლეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთში, შეჯაიაში, რადგან ისინი შეცდომით „საფრთხედ“ ჩათვალეს.
მან დაასახელა სამი დაღუპულიდან ორი: იოთამ ჰაიმი, გატაცებული კფარ აზას კიბუციდან და სამერ ტალალკა, რომელიც კიბუც ნირ ამიდან გაიტაცეს. მესამე მძევლის ვინაობა მოგვიანებით დასახელდა. ის არის ალონ შამრიზი, რომელიც კიბუც ჰფარ აზადან გაიტაცეს.
ჰაგარის თქმით, ინციდენტზე პასუხისმგებლობას ისრაელის თავდაცვის ძალები იღებს და გამოძიება უკვე დაწყებულია.
არასწორი იდენტიფიკაციის შესახებ კითხვაზე მან ორი შესაძლო მიზეზი დაასახელა.
„პირველი, ისინი ისეთივე სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმული, როგორიც ბამასის მებრძოლებს აცვიათ ხოლმე“- თქვა მან და არ დააზუსტა, ეჭირათ თუ არა მძევლებს იარაღი.
„მეორე ის არის, რომ ამ ტრაგიკული შეცდომის დადგომამდე და მის შემდეგ, რაიონში იყო შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და ჰამასის მებრძოლებს შორის“, – თქვა მან.