ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში: რას მიაღწია ისრაელმა 1 თვეში და რა მოხდება უახლოეს მომავალში

ისრაელში ჰამასის თავდასხმიდან ორნახევარი კვირის შემდეგ და ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინა დღეს ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპონდენტებმა ისრაელის თავდაცვის ძალებს მაღალი შეფასება მისცეს (თუმცა მთავრობას და პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს უკიდურესად დაბალი შეფასება მისცეს).

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, IDF უკვე მოქმედებს “ღაზას ქალაქის გულში”. ამავდროულად, სახმელეთო ოპერაცია დაუყოვნებლივ არ დაწყებულა და საკმაოდ ნელა ვითარდება – ამ დროისთვის ისრაელებს ძირითადად საჰაერო დარტყმების განხორციელება ურჩევნიათ, თუმცა ადგილზე მოქმედებები თანდათან უფრო ფართოვდება.

როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში?

Economist-ის სამხედრო მიმომხილველი შაშანკ ჯოშის აფასებს, რას მიაღწია ისრაელა ჰამასის წინააღმდეგ ერთთვიანი ოპერაციის დროს და სამხედრო კამპანიის პერსპექტივებზე საუბრობს.

მისი აზრით, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, შედეგები არ იყო ცუდი: ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სექტორის ჩრდილოეთი მოწყვიტეს სამხრეთს, ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას და დაიწყეს ოპერაციები ქალაქის შიგნით. ჰამასის ხელმძღვანელობის ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა ღაზა, თუმცა ჯგუფის ხელმძღვანელი, რამდენადაც ცნობილია, ჯერ კიდევ ქალაქშია, მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც ჰამასის სამეთაურო ცენტრია განთავსებული.

ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა ისრაელელები წინსვლას ქალაქის ცენტრში, რაც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გარეუბანში მოქმედება. ამას თავისი გამოწვევები აქვს, რადგან ქალაქში ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, აიძულონ ისინი სამხრეთით გადავიდნენ.

ისრაელი თვლის, რომ ჰამასის მთავარი სამეთაურო პუნქტი ღაზაში ალ-შიფას ჰოსპიტალის ქვეშ მდებარეობს და აგრძელებს მას სამხედრო სამიზნედ განხილვას. ჯოში თვლის, რომ IDF საბოლოოდ შეეცდება დაიკავოს ჰოსპიტალი ან მთელი მისი მიმდებარე ტერიტორია.

ისრაელელები უსმენენ რას ამბობენ მათი მოკავშირეები, მაგრამ საბოლოოდ ისინი ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თვითონ თვლიან მიზანშეწონილად და ამას აკეთებენ მრავალი წლის განმავლობაში, თქვა ჯოშიმ. რა თქმა უნდა, ნეთანიაჰუმ უნდა გაითვალისწინოს ვაშინგტონში არსებული განწყობა, მაგრამ ისრაელის შტაბში მიაჩნიათ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმავე მასშტაბით გააგრძელონ ოპერაციები.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ ირჩევს ისრაელის შეიარაღებული ძალები თავის მიზნებს, მაგრამ ისრაელი აგრძელებს მოქმედებას ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს აქვს ბერკეტები ისრაელზე, მაგრამ ისრაელი ჰამასის დამარცხებას ძალიან მნიშვნელოვანად და შესაძლოა სახელმწიფოს გადარჩენისთვის საჭიროდაც თვლიან, და ამიტომ უბრალოდ არ შეასრულებენ ვაშინგტონის მითითებებს.

ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები, რა თქმა უნდა, ართულებს სიტუაციას, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, თქვა ჯოშიმ. ამავდროულად, მთავრობაში მნიშვნელოვანი დაძაბულობაა მათ შორის, ვინც მძევლების ბედს მნიშვნელოვან შიდა პოლიტიკურ ფაქტორად მიიჩნევს და მათ შორის, ვინც ითვალისწინებს სამხედრო რეალობას და თვლის, რომ ჰამასის განადგურება ახლა წინა პლანზეა, განსაკუთრებით იმის გაცნობიერების ფონზე, რომ ყველა მძევლის გადარჩენა ალბათ ვერ მოხერხდება. თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს არ სურს დაუშვას, რომ მძევლების მდგომარეობამ განსაზღვროს, როგორ განვითარდება სამხედრო კამპანია.

ქალაქებში ომის სირთულის შესახებ საუბრობენ სამხედრო ექსპერტები.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ზღვის სანაპიროზე გარღვევის და ღაზაში ჰამასის მებრძოლების სამხრეთში დარჩენილი სხვა ისლამისტებისაგან იზოლირების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ნელ-ნელა დაიწყეს “კუდის ნაწილ-ნაწილ მოჭრა”. მაგრამ თანამედროვე პირობებში, ღაზას მსგავსი დიდი ქალაქების აღების სწრაფი ოპერაციები პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მრავალი მიზეზი არსებობს.

დასახლებულ პუნქტში ბრძოლის სირთულეები არ შემოიფარგლება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის (და ამ შემთხვევაში ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების) ყოფნით, თუმცა ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ქალაქების „ბეტონის ჯუნგლები“ ​​ნაწილობრივ ანეიტრალებს რეგულარული ძალების ტექნიკურ და რიცხვობრივ უპირატესობას არარეგულარულზე. კლასიკური ბრძოლის ველისგან განსხვავებით, წინა, უკანა და ფლანგებით, საბრძოლო მოქმედებები ურბანულ პირობებში ტარდება სივრცით განზომილებაში, როდესაც საფრთხე მოდის ნებისმიერი მხრიდან – სახლების სახურავიდან, ზედა და ქვედა სართულებიდან, სარდაფებიდან, მიწისქვეშა კომუნიკაციებიდან. ტექნიკა იძულებულია წინ წავიდეს ქუჩებში, მკვეთრად მცირდება მისი მანევრირებისა და ცეცხლის გახსნი უნარი, განსაკუთრებით ზედა სართულებზე.

ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები ტარდება ობიექტების თანმიმდევრულად დაკავების და ერთი სექტორის მეორის მიყოლებით კონტროლის პრინციპით. უფრო მეტიც, თითოეული ადგილობრივი შეტევითი ოპერაცია დაყოფილია სამ ეტაპად, რომელშიც სხვადასხვა ქვედანაყოფები მონაწილეობენ. პირველი ეშელონი ანადგურებს საცეცხლე წერტილებს, არღვევს თავდაცვის ხაზებს  და უკუაგდებს. მეორე ეშელონი ახშობს პირობით ზურგში დარჩენილ  წინააღმდეგობის კერებს და უზრუნველყოფს შემდგომი წინსვლის პირობებს. მესამე ფაქტობრივად ასრულებს საპოლიციო და სამშვიდობო ფუნქციებს – აღადგენს წესრიგს კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და ეხმარება მშვიდობიან მოსახლეობას.

ქუჩის ბრძოლების დროს, წინსვლის სიჩქარე არ არის წარმატების გასაღები – ჩეჩნეთის პირველ ომში რუსული ჯარების მიერ გროზნოში შტურმის მძიმე გამოცდილებამ აჩვენა, რომ, პირიქით, სწრაფი გარღვევა ქალაქის ცენტრში კარგი დაზვერვის გარეშე, მოწინავე დანაყოფების ურთიერთქმედებისა და საცეცხლე საფარის ორგანიზების გარეშე შეიძლება მარცხი გამოიწვიოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდასხმების უწყვეტობა, რაც მტერს ართმევს გადაჯგუფების შესაძლებლობას. ამიტომ ისრაელისთვის, როგორც ინიციატივის მატარებელი მხარისთვის, ღაზაში საომარი მოქმედებების შეჩერების მოთხოვნა მიუღებელია.