ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკოვ ლიცმანსა და მის ცოლს, ჩავა ლიცმანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
71 წლის ჯანდაცვის მინისტრი ამ დროისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ისრაელში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. წყვილი ამჟამად იზოლაციაშია.
„წყვილი თვითიზლაციაში იმყოფება და მათზე მეთვალყურეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინების მიხედვით ახორციელებენ,“- ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა ადამიანი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა დარჩენილიყო.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 6 211 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 289.