სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურო მოკლეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ს უშიშროების საკითხებში სამმა წყარომ აცნობა. გამოცემა Times of Israel-ის თქმით, ლიბანური წყაროების ცნობით, ჰეზბოლას ელიტური “რადავანის რაზმის” უფროსი მეთაურის მკვლელობამ ტერორისტულ დაჯგუფებას “მტკივნეული” დარტყმა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ვისამ ალ-თავილია, რომელიც რადავანის რაზმის მეთაური იყო და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მოქმედებების წარმართვაში მოწინავე როლი ჰქონდა.
ის ჰეზბოლას მებრძოლთან ერთად ლიბანის სამხრეთში მდებარე სოფელში, მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა მასზე საჰაერო იერიში მიიტანა.