ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა

ისრაელის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ”ჰამასის” თავდასხმებს ჯამში 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.

ჰამასი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის დაბომბვებს 1417 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 6268 მათგანი.