ისტორიული მომენტია, მზად ვართ, დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში! – სახ.დეპი EU-ს გადაწყვეტილებაზე

შეერთებული შტატები  მიესალმება ევროპული საბჭოს გუსინდელ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს სახელმწიფოებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით დემოკრატიისა და ეკონომიკის პოტენციალის რეალიზებისთვის. აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას საჭირო რეფორმების გატარებაში.

“აშშ მიესალმება ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, როგორც კანდიდატებისა და მომავალი კანდიდატების ევროპული მომავლის მტკიცე დადასტურება. დღევანდელი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც ის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ამ სახელმწიფოებსა და მათ მოსახლეობას აძლევს იმედსა და სტიმულს, გააგრძელონ რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციის გასაძლიერებლად. ეს ისტორიული მომენტია ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.

აშშ განაგრძობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის მხარდაჭერას და მზად ვართ დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატ და მომავალ კანდიდატ ქვეყნებს კრიტიკული რეფორმების გატარებაში. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა მათი დემოკრატიისა და ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის და ევროპაში მომავლის უზრუნველყოფისთვის” –ვკითხულობთ განცხადებაში.