ისწავლეთ სიტყვა რეპარაცია და კონტრიბუცია – ზელენსკი ოკუპანტებს

უკრანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოვუწოდებთ რუსებს, ისწავლონ სიტყვა რეპარაცია და კონტრიბუცია.

“თქვენ სრულად აგვინაზღაურებთ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი თითოეული უკრაინელის წინააღმდეგ”,- მიმართა მან ოკუპანტებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ინანებს, რაც უკრაინელის წინააღდეგ ჩაიდინა.

“დაღუპულებს უკრაინელები არასოდეს დავივიწყებთ. აქ ჩვენი ქალაქების ასაოხრებლად, ჩვენი ხალხის მოსაკლავად და ყველაფერი ძვირფასის წასართმევად მოხვედით. ადამიანებს სასმელი წყლის, შუქისა და გათბობის გარეშე ტოვებთ. არ აძლევთ უფლებას საჭმელი და მედიკამენტები მიიღონ. ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანებს ესვრით. არ არსებობს შეიარაღება რომელიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენეთ”,- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის განადგურება ბევრჯერ უნდოდათ, მაგრამ ეს არასდროს გამოუვიდა.

“ჩვენ რამდენი რამ გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ, უკრაინელებს შეეშინდებათ, გატყდებიან ან დანებდებიან – მათ არაფერი იციან ჩვენ შესახებ, მათ არაფერი იციან უკრაინის შესახებ და არაფერი ესაქმებათ ჩვენთან”,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.