იტალიამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელიჩენკოს $578-მილიონიანი იახტა ჩამოართვა

იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტაჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული.ხომალდი, სახელწოდებით “SY A”, რომელიც ტრიესტის პორტში იყო გაჩერებული, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება.

ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა.