აპენინის ნახევარკუნძულზე დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ გახსნან ამ ზაფხულს საზღვაო სეზონი. კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიაში ზაფხულში ტურისტული ნაკადების 40%–ით შემცირებას ელიან. სექტორმა შესაძლოა ამ ზაფხულს 2 მილიარდი ევრო დაკარგოს. კარანტინის გაუქმების შემდეგაც კი შეზღუდვის ზომები ძალაში დარჩება. ზოგიერთი ბიზნესი ცდილობს გამოსავალი მოძებნოს და პლაჟზე სოციალური დისტანციის დაცვის გზა მოიფიქროს.
“დისტანცია, რომლის დაცვა დამსვენებლებისთვის სავალდებულოა სამი მეტრია. ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს უნდა იყოს მინიმალური დისტანცია. გარდა ამისა ზღვისკენ გასასვლელი ფართე გზაც უნდა დარჩეს. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ იმან, ვინც ზღვაში შესასვლელად მიდის, პლაჟზე ქოლგების ქვეშ მწოლი დამსვენებლებისგან მოშორებით გაიაროს. “– ამბობს ერთ–ერთი პლაჟის მფლობელი.
ემილია–რომანიას ოლქის ადმინისტრაციულ ოლქში მდებარე ერთ–ერთი კლუბის მფლობელი ცდილობს სეზონისთვის მოემზადოს, თუმცა ჯერ არ იცის როგორ, რადგან სავარაუდოდ გასართობ დაწესებულებებში შესვლაზე ზაფხულშიც შეზღუდვები იმოქმედებს. სიმონე მოტიჩელი ამბობს, რომ არ იცის, რა ფორმით და რა რეჟიმით მოუწევს მუშაობა მის კლუბს.
ექსპერტები თვლიან, რომ კორონავირუსის ეპიდემია იტალიაში შესაძლოა ივნისის ბოლოსთვის დასრულდეს. საკურორტო ქალაქებში იმედი აქვთ, რომ სეზონი, მთლიანად არ ჩავარდება და სეზონზე ორი–სამი თვით მაინც შეძლებენ მუშაობას.