იტალიაში კორონავირუსი უკან იხევს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 2.5 მილიონს უახლოვდება. ყველაზე მეტი დაავადებული 787 ათასი ადამიანი აშშ–შია, გარდაცვლილების რიცხვით კი ევროპაში იტალია ლიდერობს. აქ Covid19–ით 24 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დაინფიცირებულთა ჯამური რიცხვი 181 ათასია, თუმცა ამჟამინდელი პაციენტების რაოდენობა 108 000–ს შეადგენს. ქვეყანაში გამოჯანმთელებულთა რაოდენობა იზრდება და ამ დროისთვის 48 800 ადამიანია.

ბოლო ორი კვირაა ახალ დაინფიცირებულთა და დღეღამის განმავლობაში გარდაცვლილთა მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს.

ორშაბათს კი იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა რომ ქვეყანაში პირველად შემცირდა  დადასტურებული პაციენტების რიცხვი – ანუ ქვეყანაში 20 პაციენტით ნაკლები იყო, ვიდრე ერთი დღით ადრე. ჩინოვნიკები ამას ქვეყნისთვის კარგ ნიშანს უწოდებენ.