დაიღუპა 40-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის ჩვილი, 40 -ზე მეტი ადამიანი კი გადარჩა ზღვაში ამოვარდნილი ქარიშხლის გამო გემის ავარიის შედეგად, სამხრეთ იტალიის სანაპიროსთან.
კატასტროფა კალაბრიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოხდა, რომელიც “იტალიური ჩექმის დასასრულს“ წარმოადგენს.
იტალიის ხელისუფლებამ წამოიწყო ხმელეთზე და ზღვაში ფართომასშტაბიანი საძიებო და სამაშველო ოპერაცია წამოიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე გემი, რომლის ბორტზე დაახლოებით ასი ადამიანი იყო, ნაპირზე გამოსვლის მცდელობისას დაიმსხვრა.
დაღუპულთა რიცხვმა 40-ს ადამიანს გადააჭარბა, თუმცა კალაბრიას სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, დანილო მაიდამ როიტერს განუცხადა, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის.
მეხანძრეები და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები ჯერ კიდევ ეძებენ გადარჩენილებს ჰიდროციკლების დახმარებით,თუმცა, ძებნას ცუდი ამინდი ართულებს.
ადრე, იტალიის საინფორმაციო სააგენტომ ANSA- მ განაცხადა, რომ სანაპიროზე 27 ცხედარი იპოვნეს და ზღვაში კიდევ უფრო მეტი ცხედარი ჩანს. ოფიციალურ Telegram არხში, მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 28 ცხედრის პოვნა.
Adnkronos- ის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გემის ბორტზე ირანელი, ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ .იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოთქვა “ღრმა მწუხარება” მომხდარის გამო.
”პრემიერ მინისტრი გამოხატავს ღრმა მწუხარებას მრავალი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელთა სიცოცხლე ადამიანებით მოვაჭრეებს ემსხვერპლა,” – ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ”არაადამიანურია მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა სიცოცხლის გაცვლა” ბილეთის ”ფასზე,” რომელიც მათ გადაიხადეს უსაფრთხო მოგზაურობის ცრუ პერსპექტივაში.
მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს მიგრანტების მოგზაურობა და მათთან ერთად – მსგავსი ტრაგედიები და გააგრძელებს ამის გაკეთებას, პირველ რიგში, მაქსიმალურ თანამშრომლობას ითხოვს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეს ხალხი მოდის“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
”ეს არის უზარმაზარი ტრაგედია, რომელიც გვიჩვენებს გადამწყვეტი ქმედებების აბსოლუტურ საჭიროებას არალეგალური მიგრაციის არხების მიმართ”, – თქვა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედიმ. მისი თქმით, ხალხით მოვაჭრეები, რომლებიც მიგრანტებს სთავაზობენ “ევროპაში უკეთესი ცხოვრების ილუზორულ მირაჟს”,ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან.
მელონის მთავრობა, რომელიც შარშან მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის, მკაცრი ანტიმიგრანტი საარჩევნო რიტორიკის წყალობით, იტალიელებს დაპირდა, რომ მიგრანტებს იტალიის სანაპიროებზე თავიდან აიცილებენ და ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც ზღვაში გადარჩენის წესებს ამკაცრებს.
ახალი კანონი უწესებს გემებს, მიგრანტთა გადარჩენისას ერთ ჯერზე დახმარების მხოლოდ ერთი მცდელობა განახორციელონ, რაც კრიტიკოსების თქმით, ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში ამგვარი მოგზაურობის მსხვერპლთა ზრდას გამოიწვევს.