უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ჩავა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
“დღეს ლონდონი. დიდი ბრიტანეთი არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება”, – ნათქვამია ზელენსკის ტელეგრამის არხზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზელენსკი ეწვია საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და ვატიკანს.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი დაპირდა კიევს ახალი იარაღის მიწოდებას.
„მომავალ კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC“, – ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.