თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გაყალბებული პირადობების აღმოჩენაზე ამბობს, რომ ეს სისტემური დანაშაულია.
“ესეც ყალბი პირადობები, ნაძალადევში აღმოაჩინეს ნაციონალების დამკვირვებლებმა. კარუსელი, კარუსელი, არ გიშველის, არ გიშველის, მაინც ვერ მიიღებ ძალით რასაც გინდა, რასაც ელი.
იუსტიციის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. დიდი სისტემური დანაშაულია”,- წერს ხოშტარია.
ოპოზიციამ საარცევნო უბანზე აღმოაჩინა რთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა, რომელშიც სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა და ორივე არის მოქმედი. არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია.