ხმაურია იუსტიციის სამინისტროსთან – სამართალდამცავებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შელაპარაკებაა. პოლიცია დეპუტატებს, რომლებსაც ყველა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვთ, არ აძლევს საშუალებას შევიდნენ იუსტიციის სამინისტროში.პოლიცია აცხადებს, რომ უწყებაში მიმდინარეობს ღონისძიება, რომლის უსაფრთხოებასაც იცავენ და დეპუტატებს შენობაში ვერ შეუშვებენ.
პარალელურად აქცია იმართება ჯანდაცვის სამინისტროსთან.