“ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი. სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, კერძოდ, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტი გვეუბნება, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში იმ ციფრებით რაც არის ყოველდღიურად. ვნახოთ, როგორც მოგახსენეთ, ამ კვირის განმავლობაში ალბათ შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს დაახლოებით იგივე ფარგლებში, -+ 10%, ცოტა მეტი. დიდი ალბათობით, უკვე იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიწყებს შემცირებას”
განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.