“იქნება შესაძლებლობა, ველაპარაკოთ აბსოლუტურად ყველას “- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” ახალ გადაცემაში მმართველი გუნდის მონაწილეობაზე.
“წინა დღეების განმავლობაში ორი ტელეკომპანიის მხრიდან იყო გამოთქმული ინიციატივა იმის შესახებ, რომ ძალიან კონკრეტულ ფორმატებში მიგვეღო მონაწილეობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამაზე ვერანაირ პრობლემას ვერ შევქმნით. პრობლემას ვერ ვხედავთ. ეს იყო ტელეკომპანია “მთავარი” და ეს იყო ტელეკომპანია “ტვ პირველი” რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები. ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ კი არ ველაპარაკოთ დავუშვათ რომელიღაცა სეგმენტს, როგორც ამას ვთქვათ თქვენი კოლეგები აღნშნავენ ხოლმე, ველაპარაკოთ აბსოლუტურად ყველას” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, “მთავარი არხი” მომავალი კვირიდან იწყებს ახალ გადაცემას სადაც ჟურნალისტის შეკითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლები უპასუხებენ.