“მას შემდეგ, რაც დევდორაკის მყინვარზე იყო ბუნებრივი კატასტროფა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ სისტემით დაიფაროს მთლიანად საქართველო. 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის მიხედვით იმ ადგილებში, სადაც საჭიროა. დღეს ეს დამონტაჟებულია დარიალის ხეობაში, თბილისში – ვერეს ხეობაში და მიდის ეტაპობრივად. შეიძლება, სამი წელი არ ეყოს მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას.

200 ასეთი მოწყობილობა უკვე შეძენილია და მიდის მისი დამონტაჟება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გარდა ამისა, იცით, რომ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, ესეც აღდგენილია. ორი რადარია დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ასევე ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით”

მის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომელსაც ჰკითხეს – რატომ ვერ მოხერხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის შოვში დამონტაჟება.